ჩვენი გამოკითხვა
რა დავამატოთ საიტზეეე?
[ Results · Polls archive ] by lukaronaldo(7) Total of answers: 15
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » მედიცინა
ძილი და მასთან დაკავშირებული პრობლემები
კატეგორია: მედიცინა
2011-01-23, 12:06 PM
ავტორი: LUKRONALDO(7)
 
ძილი და მასთან დაკავშირებული პრობლემები
 სამახსოვრო მშობლებს 
მოცემული რეკომენდაციები დაეხმარება თქვენს პატარას გამოიმუშაოს ძილის კარგი ჩვევები:
ძილის განრიგი: პატარა ყოველთვის ერთსა და იმავე დროს დააწვინეთ დასაძინებლად როგორც დღის ძილის, ასევე ღამის ძილის დროს. განსხვავება ბავშვის დაძინების დროსა და გაღვიძების დროს შორის არ უნდა იყოს 1 საათზე მეტი სამუშაო და დასვენების დღეებს შორის. ეცადეთ საღამოს პატარამ ადრე (არაუგვიანეს 21.00) დაიძინოს, რათა მოასწროს სრულყოფილად გამოძინება.
დაძინების რუტინა: ყოველ საღამოს დაძინებამდე 20-30 წუთი დაუთმეთ რუტინულ აქტივობებს, რომელიც ერთნაირი იქნება ყოველ საღამოს. ეს შეიძლება იყოს მშვიდი თამაშები, ზღაპრის მოყოლა, წიგნის წაკითხვა. Eს აქტივობები ყოველთვის შეასრულეთ საძინებელში, სადაც იქნება სუსტი განათება.
საძინებელი: ეცადეთ ბავშვის საძინებელი იყოს მოხერხებული და მშვიდი. ღამით დატოვეთ სუსტი ღამის განათება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ჩააბნელოთ სრულად. ეცადეთ ოთახოს ტემპერატურა არ იყოს 23 გრადუსზე მეტი. Aრასოდეს არ გამოიყენოთ ბავშვის საძინებელი მის დასასჯელად.
მსუბუქი წახემსება: არასოდეს დააწვინოთ პატარა დასაძინებლად მშიერი. ყოველთვის შესთავაზეთMმსუბუქი ვახშამი (მაგალითად რძე და ფუნთუშა). დაძინებამდე 1-2 საათით ადრე მოერიდეთ ნოყიერ ვახშამს.
კოფეინი: მოარიდეთ პატარა კოფეინს დაძინებამდე სულ ცოტა 3-4 საათის განმავლობაში, მაგრამ უმჯობესი იქნება, თუკი კოფეინს საერთოდ ამოიღებთ პატარას რაციონიდან. Kკოფეინს შეიცავს ყავა, სხვადასხვა მატონიზიებელი სასმელი, ცივი ჩაი და შოკოლადი.
საღამოს აქტივობები: ეცადეთ, რომ დაძინებამდე 1 საათის განმავლობაში თქვენი პატარა იყოს მაქსიმალურად მშვიდად. მოარიდეთ აქტიურ და ხმაურიან თამაშებს, ასევე კომპიუტერულ თამაშებს. 
ტელევიზორი: ტელევიზორი გამოიტანეთ ბავშვის საძინებელი ოთახიდან და მაქსიმალურად ეცადეთ არ უყუროს ტელევიზორს დაძინებამდე 1 საათის განმავლობაში. ასევე გამოიტანეთ პატარას საძინებლიდან კომპიუტერი, ტელეფონი და სხვა საოჯახო ტექნიკა. 
დღის ძილი: დღის ძილი დაგეგმეთ თქვენი პატარას ასაკის და მოთხოვნილებების მიხედვით. თუკი პატარას ბევრი ეძინება დღისით, ის ღამით კარგად ვეღარ დაიძინებს. 
ვარჯიში: პატარამ დღის გარკვეული ნაწილი უნდა გაატაროს სუფთაჰაერზე და კარგი იქნება თუ მსუბუქი ფიზკულტურით იქნება დაკავებული. 


დათვალიერება: 623 / 0, ატვირთულია: ,-ზე, ზომა:  
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
საიტის მეგობრები